ნაძალადევის რაიონი თბილისის ერთ_ერთი ძველი უბანია. ადრე
აქ თითქმის არ ყოფილა დასახლება, მაგრამ შემდეგ თანდათან სოფლებიდან
დაიწყეს ჩამოსახლება და ძალით დასახლება, ამიტომაც დაერქვა ამ ადგილს
ნაძალადევი ანუ ძალად დასახლება. ნაძალადევის რაიონი მდებარეობს თბილისის
ჩრდილო_დასავლეთ ნაწილში. აქ მდებარეობს ჯვარგუმბათოვანი ეკლესია
,,ივერიის ღვთისმშობლისა”, რომელიც აუშენებიათ VI საუკუნეში. ამ ადგილას
ადრე სასაფლაო ყოფილა. 1931 წელს ეკლესია აბანოდ გადაკეთდა.. მაგრამ XX ს.
90_იან წლებში უკვე დაიწყო ეკლესიის აღდგენა. 1905_1907 წ. რუსეთის პირველი
ბურჯუაზიული რევოლუციის დროს ნაძალადევი გამხდარა მუშათა და გლეხთა
თავშეყრისა და დემონსტრაციების ადგილი. ხუდადოვის ტყეს სახელი ეწოდა ექიმ
ნ.ხუდადოვის გვარის მიხედვით, რომელმაც 1893 წელს აქ ტყის მასივი გააშენა.
1905 წლის დეკემბერში, ბურჟუაზიულ_დემოკრატიული რევოლუციის დროს,
,,ხუდადოვის ტყეში” შეიკრიბნენ გაფიცულნი, მოეწყო მთავრობის საწინააღმდეგო
რევოლუციური გამოსვლა. 16 დეკემბერს გაიმართა ხალხმრავალი მიტინგი, 18
დეკემბერს მეფის ჯარები სასტიკად გაუსწორდნენ მანიფესტანტებს. ,,ხუდადოვის
ტყეში” რევოლუციის მსხვერპლთა სასაფლაოა. აგებულია მათი ხსოვნის ობელისკი. (მასალაშიგამოყენებულიაფრაგმენტებიწიგნიდან:
თ. კვირკველია „ძველთბილისურიდასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთასაქართველო”, თბილისი, 1985).
დღევანდელ დღეს ნაძალადევის რაიონში მრავალი პრობლემაა. განსაკუთრებულ პრობლემას რაიონს უქმნის რკინიგზა. მის სიახლოვეს განლაგებულ ქუჩებში მოსახლეობას დარღვეული აქვს ჰარმონია რაც მატარებლების ხმაურით არის გამოწვეული. გარდა მოსახლეობის დისკომფორტისა,რკინიგზა მეორე ძირითად პრობლემას ქმნის და ეს არის ნაძალადევის რაიონის ცენტრალური უბნებიდან მოწყვეტა. მიუხედავ იმისა რომ ნაძალადევს აქვს პრივილეგია იყოს ქალაქის გეოგრაფიული ცენტრი და თბილისის სხვადასხვა უბანს ნაწილობრივ ადვილად დაუკავშირდეს, რკინიგზა ერთგვარ დაბრკოლებას მაინც წარმოადგენს.კარგი იქნება თუ მას ქალაქის გარეთ გადაიტანენ იქ სადაც არც მოსახლეობა დაზარალდება და ქალაქისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება. იმ ტერიტორიაზე კი რაც დღევანდელ რკინიგზის სადგურს უკავია ამით ნაძალადევის რაიონს მიეცემა გაფართოების საშუალება. მისი ათვისებით მოხდება ნაძალადევიდან ქალაქის ცენტრალურ უბნებში სწრაფი გადაადგილება და პირიქით. გაშენდება საცხოვრებელი შენობები,სკვერები,სავაჭრო ცენტრები რაც ერთგვარ იერსახეს და ახლებურ ელფერს შესძენს ნაძალადევის რაიონს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ დასავლეთ ევროპის მრავალ ქალაქში რკინიგზის დროული გადატანით და მისი ძველი ტერიტორიის ათვისებით,ზოგიერთი უბანი ქალაქის ცენტრადაც კი ქცეულა.იმის იმედით რომ თბილისის რკინიგზის ნაძალადევიდან გადატანამ შესაძლოა იგი ცენტრად აქციოს, ამის ალბათობა მცირეა, თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან რკინიგზა ზუსტად შუაგულ თბილისში მდებარეობს. მისი გადატანით და ახალი მოდერნიზებული შენობების აშენებით კი შეიძლება ნაძალადევიც თბილისის ერთ-ერთ ცენტრად იქცეს.
იერსახის გაუარესება
რკინიგზის გარდა უბნის პრობლემა არის მისი იერსახის გაუარესება და უგემოვნო შენობების აშენება,რომელთა რიცხვი იზრდება,ამით ნაძალადევის იერსახე დღითიდღე მახინჯდება. არ უნდა დაგავიწყდეს ის ფაქტი რომ მარტო აშენება არაფერია თუ მას არ ექნება უბნისთვის მისაღები სახე. კორპუსების აშენებით კი ირღვევა ნაძალადევის ხედი.ზემოთ ხსენებულს ემატება ხუდადოვის ტყის გაჩეხვა. ეს ტყე სულ ნაძვნარია. ადრე ტყე დაბურული იყო, მასში მგელი და ციყვი ბინადრობდა, მაგრამ, ეხლა ტყის ნაწილი გაკაფულია და ცხოველებიც განადგურებული.
ჩვენი სკოლის პატარა ისტორია
ქ.თბილისის #112 საჯარო სკოლა დაარსდა 1961 წელს, რომელიც რკინიგზის ვაჟთა #1 საშუალო სკოლად იწოდებოდა. 1964 წელს დაინგრა ძველი, ხის ორსართულიანი შუშაბანდიანი სკოლა, რომლის პირვანდელი სახე კარგად არის შემონახული ქართულ მხატვრულ ფილმში „კეთილი ადამიანები“. მის ადგილას აშენდა ახალი სკოლა, რომელიც დღემდე ატარებს შოთა რუსთაველის სახელს.
No comments:
Post a Comment